ქუთაისის მერი და ვიცე მერი ა(ა)იპ „სპეცსერვისების" სამუშაო პირობებს გაეცნო
ქუთაისის მერი და ვიცე მერი ა(ა)იპ „სპეცსერვისების" სამუშაო პირობებს გაეცნო
ისევე როგორც უამრავი სხვა სამსახური და დაწესებულება, „სპეცსერვისებიც“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
ტექნიკური პერსონალი სრულად აღიჭურვა სპეციალური უნიფორმებით. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური ეკიპირების დეზინფექცია. შრომითი უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მკაცრად კონტროლდება ყველა სავალდებულო წესის დაცვა და აუცილებელი პროცედურები, რათა თანამშრომლებმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში შეძლონ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
„ ა(ა)იპ „სპეცსერვისები“ ის სამსახურია, რომლის თანამშრომლებიც სახლში ვერ დარჩებიან. ისინი მუშაობენ ჩვენი თანაქალაქელებისთვის. „სპეცსერვისების“ ტექნიკური პერსონალი ჩვენ სრულიად ახალი უნიფორმებით და სპეციალური ეკიპირების საშუალებებით მოვამარაგეთ, რომ ამ ადამიანებმა უსაფრთხოდ შეასრულონ თავიანთი საქმე“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს