600-მდე ხანდაზმულ, მარტოხელა ადამიანს საკვებ პროდუქტს ქუთაისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები სახლებში მიუტანენ
ქუთაისის სპორტის სასახლეში უკვე შეგროვდა 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას კერძო კომპანიებმა გადასცეს.
სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი სპორტის სასახლეში მიიტანეს მაღაზიათა ქსელმა ,,ფემილიმ", „ ლიდერფუდმა“ , „ მაგნიტმა“ , შპს „ფარმა“, შპს „მზიურმა“, შპს ,,არგომ" , შპს "ანიმ" ( ნიკეას ბაზრობა), ,კოკა კოლამ", ,,დეილმა", ,,ელვამ", ,,მონოპოლი გრუპი და ორი გოგომ" , ასევე, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასურსათო პაკეტების დაფასოება, რათა კვების პროდუქტები ყველას თანაბრად შეხვდეს. აღნიშნულ პროცესში ჩართულნი არიან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, დეპუტატები და მერიის თანამშრომლებისგან შექმნილი მოხალისეთა გუნდის წევრები.
დაფასოებული სურსათის ამანათების დარიგებაც მალე დაიწყება. 600-მდე ხანდაზმულ, მარტოხელა ადამიანს ნობათს ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები სახლებში მიუტანენ.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს