ქუთაისში მუშაობა დღის ცენტრებშიც შეჩერდა
სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის პარალელურად, მუშაობა შეჩერდა დღის ცენტრებშიც. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია შეხვდა დღის ცენტრების წარმომადგენლებს, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის სერვისის მომწოდებლები არიან.
"დღის ცენტრების მომსახურებით ბავშვების ის კონტიგენტი სარგებლობს, რომელთა განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აქ გატარებულ ყოველ საათს. ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომ არ დაზარალდებიან არც ბავშვები და არც ის პროფესიონალები, რომლებიც მათთან მუშაობენ,“ - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
მერის გადაწყვეტილებით, დღის ცენტრებს შეუნარჩუნდებათ მარტის თვის ანაზღაურება, იმ პირობით, რომ პროგრამით გათვალისწინებული 20 საათის ანაზღაურებას ისინი მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით უზრუნველყოფენ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ხელფასი შეუნარჩუნდებათ იმ დასაქმებულ პირებს, რომელთა ანაზღაურებაც დამოკიდებულია შესრულებულ საათებზე. გრაფიკი შეთანხმებული იქნება მშობლებთანაც.
სიახლეები
- "მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია" - იაგო ხვიჩია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის
- "სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს" - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
- სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - კარდინალებმა ახალი პაპი აირჩიეს