ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის
ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის ქალაქის 60 % 24 საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს.
დამატებით, უწყვეტ წყალმომარაგებაზე 30 ათასი ადამიანი გადავა.
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე მის მოადგილეებთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ, გიგა მანდარიასთან ერთად, პროექტის კონტრაქტორებსშეხვდა, რათა შეფერხებების გამომწვევ მიზეზებსა და არსებულ ვითარებას გაცნობოდა.
თურქულ კომპანია ,,ესემკა’’-ს, რომელიც ქუთაისის წყლის სისტემის რეაბილიტაციის ახორციელებს მიეცა მითითებები და დავალებები, რომ ხარვეზები დროულად მოაგვაროს და სამუშაოები ვადებში დაასრულოს.
ამ დროისთვის წარმოქმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და დამატებით, ახალი აბონენტებისთვის უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შეხვედრის შემდეგ ის ქუჩები დაათვალიერეს, სადაც გადართვითი სამუშაოებისას ქსელი ავარიულად დაზიანდა და მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდების კუთხით პრობლემები შეექმნა.
სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 92 მილიონი ლარი მოხმარდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი