იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დაშავებული თანამშრომელი მოინახულა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დაშავებული თანამშრომელი მოინახულა, რომელიც ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში მკურნალობს.
პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ჩატარებული მკურნალობის ფონზე აღინიშნება დადებითი დინამიკა. დაშავებულს გულმკერდის მეთორმეტე მალის მოტეხილობა აქვს, რის გამოც საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას.
14 თებერვალს, სოფელ უბისაში მდებარე რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის საამქროს თუნუქის სახურავი ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი მუშა დაშავდა. ჩინეთის ერთმა მოქალაქემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო, 64 წლის მამაკაცი კი ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოშია მოთავსებული.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი