ქუთაისში დავითობის დღესასწაულს აღნიშნავენ
ქუთაისში დავითობის დღესასწაულს აღნიშნავენ.
ქუთაისში დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, დავითობის აღნიშვნა დილიდან დაიწყო.
ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა დავით აღმაშენების ძეგლს პატივი მიაგეს, შემდეგ კი გელათის მონასტერში ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა.


„გილოცავთ სრულიად საქართველოს დავითობის დრესასწაულს,განსაკუთრებული დღეა ჩვენი ერის დღევანდელ ცხოვრებაში და საერთოდ ისტორიაში. მეფე დავითი იყო არის და იქნება სიმბოლო ჩვენი ერთობის, ჩვენი აღდგენის და გამარჯვების. მისი ხსენება გვამხნევებს და მოგვიწოდესბს რომ დიდი პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ, რომ შევძლოთ ის მემკვიდრეობა რაც მეფე დავითმა დაგვიტოვა გავითავისოთ და იმ გზით, გულისხმიერებით, სიმართლით, თავმდაბლობით მაგრამ სიმტკიცით შევძლოთ ერთობის აღდგენა.“ -აღნიშნა ქუთათელ -გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.
„საქართველოს ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა არც დაბადებულა, ეს არის მაგალითი როგორ ღირსეულად უნდა ვიცხოვროთ და დავითის წესი გვაძლევს საშუალებას გავითვალისწინოთ და ღირსეულად გააგრძელოს საქართველომ თავისი ისტორია.“ - ამბობს ირმა ქურასბედიანი.
დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით ასევე გაიმართა ფოტო-გამოფენა სახელწოდებით "გალობის გელათური სკოლა". 18:00 საათზე კი დავითობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე