ზვიად შალამბერიძე მთავრობას ქუთაისის აეროპორტის და "საქართველოს რკინიგზის“ დამაკავშირებელი პროექტის დამტკიცების გამო მადლობას უხდის
სახელმწიფო რწმუნებული იმერთში ზვიად შალამბერიძე საქართველოს მთავრობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და "საქართველოს რკინიგზის“ დამაკავშირებელი პროექტის დამტკიცების გამო მადლობას უხდის.
"მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტს, ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას აღნიშნული პროექტის დამტკიცებისთვის, რადგან ეს პროექტი ტურისტების ნაკადის კიდევ უფრო გაზრდას და მათ კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. არსებობდა სხვადასხვა მოსაზრება და საზოგადოებას სურდა, რომ ეს მატარებელი გაჩერებულიყო ქუთაისში, ამ პროექტით ეს ხდება შესაძლებელი და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მინისტრთა კაბინეტს ამ გადაწყვეტილებისთვის", - განაცხადა შალამბერიძემ.
საქართველოს მთავრობამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და "საქართველოს რკინიგზის“ დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა. პროექტის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაკავშირებული იქნება რკინიგზის კოპიტნარის სადგურთან. განხორციელდება საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომელიც აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს დააკავშირებს. ეკონომიკის სამინისტროში შემავალი აეროპორტების გაერთიანების კომპანია გააკეთებს ორგანიზებას შატლებით უფასოდ ავიამგზავრების მომსახურებისას. შატლები მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდება და "საქართველოს რკინიგზის“ განახლებულ სადგურამდე მიიყვანს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"