ქუთაისში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა
ქუთაისის მერიის და მერიის სამსახურების ინიციატივით და ორგანიზებით ქალაქში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქცია მოეწყო წითელი და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის ნაპირზე და ქალაქის 12-ვე ტერიტორიულ ერთეულში.
დასუფთავების პროცესში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი" პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულოს დეპუტატები. სამაშველო სამსახურის და ა(ა)იპ სპეციალური სერვისების თანამშრომელები, ასევე მოქალაქეები. ადგილზე დარიგდა საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები. დასუფთავების მასშტაბური აქციები ქუთაისში პერიოდულად გაიმართება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი