სოფო კილაძემ ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს „ბავშვის უფლებათა კოდექსის" 10 მთავრი პროგრამა წარუდგინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადგილობრივებს დეტალურად გააცნო, რას ცვლის „ბავშვის უფლებათა კოდექსი" და რა სიკეთეებს მოუტანს ეს რეფორმა ბავშვებსა და ოჯახებს.
შეხვედრას ქუთაისის და წყალტუბოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები: გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე და ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდნენ.
ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებმა სპეციალური კითხვარის დახმარებით სამი ძირითადი პროგრამა შეარჩიეს - ოჯახის მხარდაჭერა, ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და განათლების ხელმისაწვდომობა. სწორედ ამ პროგრამებს მიენიჭება უპირატესობა კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ ქუთაისსა და წყალტუბოში.
„ბავშვის უფლებათა კოდექსი" მე-9 მოწვევის პარლამენტმა, 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო, თუმცა კოდექსი ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შედის. მანამდე კი სხვადასხვა უწყებებმა და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა, სხვადსხვა პროგრამები უნდა შეიმუშაონ და დანერგონ.
სიახლეები
- "ოლიგარქიული გავლენების, „დიფ სთეითის“ დამარცხების ნიშანწყალი ოდნავ მაინც თუ გაჩნდა, ე.წ. მეგობარ და სინამდვილეში მტრულ, აქტს გაგრძელება აღარ უნდა ჰქონდეს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- "მოვუწოდებთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას" - სუს-ი
- "ევროპა თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში ურთიერთობები გაჯანსაღდება, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია" - ირაკლი კობახიძე
- “MEGOBARI აქტი” სენატს გადაეცა