დღეიდან ქუთაისის ქუჩებში ზედამხედველობის სამსახურის ავტომობილები ივლიან
დღეიდან ქუთაისის ქუჩებში ზედამხედველობის სამსახურის ავტომობილები ივლიან.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ზედამხედველობის სამსახურისთვის 4 სრულიად ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი ავტომობილი შეიძინა. მანქანების ეკიპაჟები 24 საათიან რეჟიმში იმოძრავებს ქალაქში. ისინი ნებისმიერ დროს გავლენ ყოველ მიღებულ შეტყობინებაზე. ეს იქნება უნებართვო მშენებლობის, პარკინგის, გარე რეკლამის, ქალაქის იერ-სახის დამახინჯების თუ დაზიანების ფაქტები. ახალი მანქანების წარდგენა საზოგადოებისთვის ქუთაისის მერიის შენობის წინ გაიმართა.
,,ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში სასიამოვნო სიახლე გვაქვს, რაც ამ დრომდე არ ყოფილა ჩვენს ქალაქში. ცოტა ხნის წინ, 4 სრულიად ახალი, მანქანა შევიძინეთ. ეკიპაჟები 24 საათის მანძილზე იმოძრავებენ ქალაქში და ყოველ მიღებულ შეტყობინებაზე ექნებათ მყისიერი რეაგირება. ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა გახდება უფრო ეფექტური და შედეგებიც თვალნათლივ იქნება შესამჩნევი,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
პრეზენტაციას ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, პარლამენტარი დიმიტრი მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს