ზვიად შალამბერიძე საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერთან ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად გაეცნო.
ზვიად შალამბერიძემ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ პერევში ორი საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 202 000 ლარს შეადგენს. ასევე პერევში 2400 მეტრზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგო.
გზის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ ჩიხაშიც და განსახორციელებელი პროექტის ღირებულება 298 000 ლარია.
ამასთან, ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების - ჩიხის, სხვიტორის, ზედა და ქვედა ორღულის სასმელი წყლის სისტემის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ 4 სოფლის 1500-მდე ოჯახს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. პროექტის ღირებულება 7 500 000 ლარს შეადგენს.
სოფელ არგვეთში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ბაღი ორი ასაკობრივი ჯგუფის 70 ბავშვზე გათვლილი. უახლოეს პერიოდში საბავშვო ბაღის ინვენტარით აღიჭურვება.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"