ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდითა და საკრებულოს მხარდაჭერით ფორუმი - „თანამედროვე გამოწვევები, თანამედროვე გადაწყვეტებით“ გაიმართა
9 ნოემბერს, 12 საათზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ეგიდითა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ფორუმი - „თანამედროვე გამოწვევები, თანამედროვე გადაწყვეტებით“ გაიმართა.
ფორუმი ტარდება გაეროს მიერ დაწესებულ ბავშვთა მსოფლიო დღესთან (20 ნოემბერი) დაკავშირებით და მისი მიზანია, ბავშვთა განვითარებისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, პირებს შესთავაზოს საინფორმაციო და სადისკუსიო პლატფორმა, სადაც განხილული იქნება ერთის მხრივ, ის სპეციფიკური გამოწვევები, რომლებიც თანამედროვეობაში ბავშვების აღზრდა-განვითარების და მათი უფლებების რეალიზების კუთხით არსებობს; მეორეს მხრივ, კი წარმოადგენილი იქნება პრევენციული ხასიათის რეკომენდაციები, წარმატებული პრაქტიკები და სახელმწიფოში არსებული კონკრეტული სერვისები, შესაძლებლობები და დაცვის მექანიზმები ბავშვთა საჭიროებების მიმართულებით.
"ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ბავშვთა უფლებების კოდექსი. ვისაუბრეთ ადგილობრივ დონეზე იმ კონკრეტულ პროგრამებზე, რომლებიც ბავშვთა გაძლიერების მიმართულებით ხორციელდება. მსჯელობა იყო იმ გამოწვევებზე, რომლებიც სოციალურ სივრცეში ფიქსირდება. ვისაუბრეთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე. ეს არის აღმზრდელობითი ხასიათის პრობლემები, პროგრამები, ინფრასტრუქტურული მიმართულება და სხვა,"-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.
ღონისძიების პირველ პანელში წარმოდგენილი იყო:
სახალხო დამცველის აპარატი;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი;
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მეორე პანელში, აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ ბავშვთა განვითარების, განათლების და ფსიქო-ემოციური თუ
ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"