„გვეშინია მანქანა მაღაზიაში არ შემოგვივარდეს“- ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე, გზის სივიწროვის გამო გადატვირთული მოძრაობაა
ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე, სადაც რეფერალური სავადმყოფო მდებარეობს, გზის სივიწროვის გამო ყოველთვის გადატვირთული მოძრაობაა, რაც ფეხით მოსიარულეებსაც საფრთხეს უქმნის.
ქუჩის მაცხოვრებლები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას.
როგორც ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი აცხადებს, მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიან სავალი გზის სივიწროვის გამო.
„ძალიან შეწუხებულები ვართ ამ ფაქტით. გვეშინია, რომ მანქანა მაღაზიაში არ შემოგვივარდეს.
მსგავსი მაგალითები არაერთხელ ყოფილა. იქნებ ეს ვიწრო ქუჩა ან ცალმხრივი გახადონ, ან რამე მოიფიქრონ. ქალაქის მერიას ვთხოვთ, რომ ყურადღება მოგვაქციოს და ეს პრობლემა მოაგვაროს,“- აცხადებს FirstNews.ge - თან საუბარში მაღაზიის გამყიდველი.
აღნიშნულ ფაქტს FirstNesw.ge- ს ჟურნალისტიც შეესწრო, როცა ორივე მხრიდან მომავლი ავტომობილის მძღოლებს შორის შელაპარაკება მოხდა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს