ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების საძირკველში განთავსებული წყალმომარაგების მილების შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს
ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების საძირკველში განთავსებული წყალმომარაგების მილების შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზიანებული და მოძველებული მილები წლების მანძილზე მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ხდებოდა სარდაფების დატბორვა. გაერთიანებული წყალმომარაგების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად 296 მაღლივი კორპუსის სარდაფში წყლის მილები სრულად შეიცვლება (ჰორიზონტალური დგარი).
ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ მაჟორიტარ დეპუტატთან, კახა ბოჭორიშვილთან და მერის წარმომადგენელთან, მიხეილ ნავაძესთან ერთად დაათვალიერა.
"წყალმომარაგების კომპანიის მიერ დაწყებული სამუშაოების შედეგად სარდაფებში განთავსებული მილები უკვე 60 კორპუსში გამოიცვალა. ეს იყო რამდენიმე წლიანი პრობლემა რომელიც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებდა. სამუშაოები წელს დასრულდება და ეს პრობლემა 296 კორპუსში მოგვარდება. პროექტის ღირებულება 80 788 120 ლარს შეადგენს და აზიის განვითარების ბანკის მიერ არის (ADB) დაფინანსებული." - აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"