ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად მერის მოადგილე ავტოქარხნის დასახლებაში რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ კვიცარიძესთან და საბინაო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.
შეხვედრაზე ადგილზე არსებული მდგომარეობა განიხილეს, მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვის, თუ სოციალურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
დავით ერემეიშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად განაგრძობს მოქალაქეებთან შეხვედრებს და დიალოგის რეჟიმში მოისმენს ყველა იმ საჭირო და პრობლემატურ საკითხს, რაც მოსახლეობას აწუხებს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"