ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 245 დევნილ ოჯახს გადაეცემა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად, ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილი ოჯახების განახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.
წყალტუბოში, 2019 წლის ბოლოს დასრულდება ორი კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინა 140 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. დამატებით, კიდევ 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს 420 ოჯახი მიიღებს.
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები, წლის ბოლომდე, 245 დევნილ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლების მიზნით, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მომავალ წელს დასრულდება.
დევნილ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსში ბინები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ. ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხიც, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"