„ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტში“ მედია ტური გაიმართა
იმერეთის რეგიონის ჟურნალისტები „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტს“ სტუმრობდნენ.
მათ საშუალება ქონდათ პირადად გაცნობოდნენ და დაეთვალიერებინათ იმ ტრანსფორმაციის შედეგი, რომელიც რეზორტმა წლების განმავლობაში განიცადა.
ჟურნალისტებს „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტის" გენერალური მენეჯერი - თამუნა მეუნარგია ესაუბრა. როგორც მან მოგვითხრო, 50-ან წლებში აშენებული სამხედრო სანატორიუმი, რომელიც მაღალი რანგის სამხედრო პირებს მასპინძლობდა, ბოლო 10 წელია კერძო მფლობელობაშია.
„ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი“ 16 ჰექტარზეა გაშენებული თავისი უნიკალური ტყე-პარკით, ავთენტური,ვინტაჟური შენობებით, შენარჩუნებულია სტალინის ლუქსი ძველი იერსახით. სიძველეებთან ერთად ნელ-ნელა ხდება სასტუმროს განახლება, გარემონტება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ პირვანდელი სახის შენარჩუნებას. ჩვენი ეზო შადრევნებით,სასეირნო ბილიკებით,საპიკნიკე ადგილებით იდეალურია დასასვენებლად და განსატვირთად,სასტუმრო ასევე გიმასპინძლებთ ულამაზესი ღია საცურაო აუზით, რომელიც სულ ორი წელია რაც გაიხსნა და არამარტო სასტუმროს სტუმრებს, არამედ ნებისმიერ მსურველს ემსახურება. საგრძნობლად იმატა ტურისტების რაოდენობამ, განსაკუთრებით ისრაელიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და წელს უკვე გერმანიიდან და ბელგიიდან."- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში თამუნა მეუნარგიამ.
სასტუმროს გენერალური მენეჯერის თქმით, მიუხედავთ იმისა, რომ სასტუმრო სრულად აკმაყოფილებს თანამდროვე სტანდარტებს, მუდვიდად გრძელდება მისი კეთილმოწყობა და განვითრება. მალე სასტუმროს შეემატება სპა ცენტრი,რომელიც მრავალფეროვან სერვისს შესთავაზებს სტუმრებს.
სასტუმროში „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი“ ასევე შესაძლებელია საქორწილო ფოტოსესიის, ხელმოწერის ცერემონიის, ქორწილისა და დაბადების დღის მოწყობა.
სიახლეები
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა
- "ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება"
- "ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში