ქუთაისში, კერამიკულმა პანომ “კოლხეთმა” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო
ბერნანდ (ფრანც) ნებიერიძის მიერ 1985 წელს შექმნილმა დიდმა კერამიკულმა პანომ “კოლხეთმა, რომელიც ქუთაისის ცენტრში, ფალიაშვილის ქუჩაზე, მწვანე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “აიპრესს” ბერნარდ ნებიერიძის შვილმა დაუდასტურა.
მონუმენტური ხელოვნების ნიმუში დიდი კერამიკული პანო „კოლხეთი“ 1995 წლიდან დგას ქუთაისის ცენტრში და ცნობილია როგორც „ფრანციას პანო“. პანო „კოლხეთი“ ცნობილი მხატვრის ბერნარდ (ფრანც) ნებიერიძის (1939 -1987)ერთ-ერთი ბოლო ნაშრომია, რომელიც 1980-1985 წლებში მხატვრის სახელოსნოში იქმნებოდა. ხელოვანის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის ძალისხმევით, ქალაქის ცენტრალური უბნის ერთ-ერთი სახლის კედელზე წარმატებით იქნა განთავსებული მხატვრის მიერ შესრულებული ნამუშევარი.
სიახლეები
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი
- სანტექ.სერვისის ახალი ფილიალი ზუგდიდში
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი