,,სტიქიის ზონაში კვლავაც რთული ვითარებაა. ადგილზე რჩებიან გეოლოგები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს"- ლევან ზალკალიანი
,,სტიქიის ზონაში კვლავაც რთული ვითარებაა. ადგილზე რჩებიან გეოლოგები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების მიზნით იცავს პერიმეტრს”, – ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ტყიბულში მეწყრის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„უნდა დაველოდოთ გეოლოგების დასკვნას, რომლის შემდეგაც გახდება ჩვენთვის ცნობილი, რა დროის შემდეგ შეძლებს მოსახლეობა თავიანთ ტერიტორიებზე შესვლას“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში გუშინ მეწყერი ჩამოწვა.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში