ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველი რიგგარეშე სხდომა გამართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველი რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ხუთი საკითხი დაამტკიცეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია უძღვებოდა.
მიღებული გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გეგმასა და ნუსხაში.
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განასახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2024-2027 წლებში დასაფინანსებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
ცვლილების შედეგად ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი