ვინ მოხვდა ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოში
ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოში 25 ახლადარჩეული წევრიდან 22 მანდატი "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის, სამი კი - ოპოზიციას.
"ლელოს", გირჩს" და "გახარიას" პარტიას თითო მანდატი ერგოთ, თუმცა, პირველივე სხდომას, მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის ("გირჩის") წარმომადგენელი ესწრება.
ასე გამოიყურება, ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა:
მაჟორიტარი დეპუტატები:
ავტოქარხნის პირველ მაჟორიტარულ ოლქში არჩეულია - ალექსანდრე თამაზაშვილი;
ავტომშენებლის მეორე მაჟორიტარულ ოლქში - მიხეილ გიორგაძე;
გამარჯვების მაჟორიტარულ ოლქში - ბესიკ ჩეჩელაშვილი;
უქიმერიონის მაჟორიტარულ ოლქში - ამირან კოპალეიშვილი;
ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარულ ოლქში - სალომე სარალიძე;
საფიჩხიის მაჟორიტარულ ოლქში - მარეხი ნიჟარაძე;
კახიანოურის მაჟორიტარულ ოლქში - ლაშა გვენეტაძე;
ძელქვიანის მაჟორიტარულ ოლქში - კობა ფხაკაძე;
ნიკეას მაჟორიტარულ ოლქში - მამუკა სინაურიძე;
სულხან-საბა-ვაკისუბნის მაჟორიტარულ ოლქში კი არჩეულია გიორგი იობაშვილი.
ამასთან, პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების 15 მანდატი გადანაწილდა სამ სუბიექტზე. აქედან, 12 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და არჩეულია კომისიის წევრები: შოთა ჯიშკარიანი; გიორგი კიკვაძე; სანდრო ნერგაძე; მანანა ჩიხლაძე; ბიქტორ გვეტაძე; მაგდა კოსტავა; დიმიტრი მხეიძე; შალვა მშვილდაძე; ჯემალ ბიბილეიშვილი; გიორგი ჭიღვარია; დავით ნიშნიანიძე და დავით დვალი.

ოპოზიციური პარტიები:
"გირჩი" - ქუთაისის საკრებულოს წევრად არჩეულია თეკლა მებურიშვილი.
"ძლიერი საქართველო ლელო" - საკრებულოს წევრად არჩეულია ალექსანდრე მიქაუტაძე.
"გახარია საქართველოსთვის" - საკრებულოს წევრად არჩეულია ელეონორა არჩაია.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა.
საქართველოს მოქალაქეები 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევდნენ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-8 მოწვევის საკრებულოს დავმჯდომარედ, ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა გიორგი ჭიღვარია.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს