ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
გასულ სასწავლო წელს ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების 479-მა მოსწავლემ მოიპოვა მედალი, მათ შორის 393 ოქროს და 86 ვერცხლის. მოწვეულმა სტუმრებმა დამსახურებული ჯილდოები გადასცეს ახალგაზრდებს და წარმატებები უსურვეს მათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, პარლამენტის წევრი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტურავა, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს