ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში ქუთაისში საინფორმაციო აქცია გაიმართა
სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში ქუთაისში საინფორმაციო აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში უნივერსიტეტის ეზოში საინფორმაციო სტენდი მოეწყო, სადაც დამთვალიერებლებს შეეძლოთ მიეღოთ ინფორმაცია უვიზო მიმოსვლისა და ევროკავშირის შესახებ არსებული მითების შესახებ.
ღონისძიება უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის მიგრაციის თემაზე ფილმის ჩვენებით დასრულდა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და სტუდენტების ჩართულობის გაზრდა. რაც შეეხება ფილმის ჩვენებას, ჩვენ შევეცადეთ ამგვარად გვეჩვენებინა რეალურად არსებული ვითარება და ნათლად დაგვენახებინა მიგრაციის საკითხები," - აღნიშნა საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.
ევროპის დღეები წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე იმართება მრავალი ღონისძიება. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდოთ ინფორმაცია ევროპული ინტეგრაციის საკითხზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და მოხდეს მოქალაქეების აქტიური ჩართვა აღნიშნულ პროცესში.
ევროპის დღეები ხორციელდება სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"