აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარე გამოკვლევების პროცესს გაეცნო და დევნილ ბენეფიციარებსა და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.
„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოკვლევები და სამედიცინო სერვისები იყოს მოქნილი და ბენეფიციარების საჭიროებებზე მეტად მორგებული“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
სამედიცინო აქციის ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს თბილისის წამყვანი კლინიკების ათამდე ექიმ სპეციალისტმა სხვადასხვა სახის კვლევა ჩაუტარა. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.
აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით საქართველოს რეგიონებში, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები პერიოდულად ტარდება.
სიახლეები
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა
- 2025 წლის შემოდგომა ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის დაუვიწყარი იქნება