ქუთაისში ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და უმაღლესი სასწავლებლების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა
16-17 მაისს, ქ. ქუთაისში ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის და უმაღლესი სასწავლებლების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგზე განიხილული იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხები და ამ მიმართულებით არსებული სარგებელი და გამოწვევები.
ტრენინგის მონაწილეებთან საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი განიხილავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ევროკავშირის ისტორია, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი და გამოწვევები; ევროკავშირის დახმარებები საქართველოსთვის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ მონაწილეებს ნატოს ისტორიაზე, ნატო საქართველოს ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.
„ტრენინგის მონაწილეობს საშუალება ქონდათ უვიზო მიმოსვლის შესახებ მეტი ინფორმაცია გაეგთ. გაცნობოდნენ მიგრაციის კუთხით არსებულ ვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ მათ ქონდათ საშუალება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, რაც მათ შესაძლებლობას აძლევთ მოხალისეობრივად თავიანთ მუნიციპალიტეტებში განახორციელონ,“ - აღნიშნა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.
თავის გამოსვლაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი ნათია ლაპიაშვილმა DCFTA-ს შესაძლებლობებზე და სოფლის მეურნეობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
ევროპის დღეები 5 მაისს, ოფიციალურად დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა