“ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, გზა დღის ბოლომდე გაიხსნება” - ბერდია ჩანქსელიანი
ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, დარჩენილია ერთი ადგილი, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 15:00 საათისთვის ეს გზა მთლიანად გამავალი იქნება, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბერდია ჩანქსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გზის გადაკეტვა ლენტეხის მუნიციპალიტეტში გუშინ გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია.
„გუშინ ღამით ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოვიდა უხვი ნალექი, რამაც გამოიწვია ცენტრალური საავტომობილო გზის, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის გადაკეტვა, რადგან ოთხ ადგილზე ჩამოწვა მეწყერი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ოპერატიულად მოხდა ტექნიკის მობილიზება. გვიან რამით კიდევ უფრო გაძლიერდა ნალექი, რის გამოც გადაიკეტა ცენტრალური გზა, რადგან საშიში იყო გადაადგილება. დილის 6:00 საათიდან მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამ ლოკაციაზე გაწმენდილი და გამავალია გზა. დარჩენილია ერთი ადგილი, სადაც ჩამოწოლილია მეწყერი, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ვფიქრობთ, რომ დაახლოებით დღის ბოლომდე ეს გზა მთლიანად გამავალი იქნება“, – განაცხადა ბერდია ჩანქსელიანმა.
სიახლეები
- ცნობილია ვინ იბრძოლებს ქუთაისის მერობისთვის
- “სახეზეა საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა, მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და მოქალაქეთა დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების გამოყენება” - საია
- “თბილისის საარჩევნო შტაბზე “ნაცი” ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა” – პაპუაშვილი
- რუსეთის თავდასხმას დონეცკში 21 ადამიანი ემსხვერპლა
- მზია ამაღლობელს Free Media Awards-ი გადაეცემა