ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში ლიანა ისაკაძის სახელობის I საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა

ქუთაისში  ლიანა ისაკაძის სახელობის I საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა.

 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში  ლიანა ისაკაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართება.

 

ღონისძიების გახსნას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე,  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი,  მერის მოადგილე გიორგი  ცხაკაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  დაესწრნენ.

 Unknown 1

კონკურსი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.    საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ა(ა)იპ “არტ-ვირტუოზი”,  სამხატვრო ხელმძღვანელი -  გიორგი ისაკაძე.

 

კონკურსში მონაწილეობენ სიმებიან და ჩასაბერ საკრავებზე შემსრულებელი ახალგაზრდა მუსიკოსები საქართველოდან და უცხოეთიდან. მონაწილეებს საერთაშორისო ჟიური  შეაფასებს. გამარჯვებულები 27 ივნისს გამოვლინდებიან.

Unknown 2

წაკითხვა 118 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2025

სიახლეები