ქუთაისის საჭადრაკო სკოლის ნორჩმა მოჭადრაკეებმა საერთაშორისო ტურნირზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს
ქუთაისის საჭადრაკო სკოლის ( დირექტორი ალექსანდრე არსენიძე) ნორჩმა მოჭადრაკეებმა საერთაშორისო ტურნირზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.
რუმინეთში გამართულ სასკოლო ჩემპიონატზე ( 7-17 წლის მოჭადრაკეებს შორის) ჩემპიონები გახდნენ ლილე სვანაძე და გაბრიელ გაბადაძე, ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვეს ბარბარე აშოთიამ და დავით თათვიძემ, ბრინჯაოს პრიზიორი კი, თეკლა კოღუაშვილი გახდა ( მწვრთნელები ხათუნა გუბელაძე, დავით ბენიძე).
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუთაისელ მოჭადრაკეებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო