ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 2011-2012 წლებში დაბადებული 190 სპორტსმენი მონაწილეობს.
ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან სპორტის სამინისტრო და კრივის ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. ჩემპიონატის გახსნას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი დაესწრო. გამარჯვებულები 18 მაისს გამოვლინდებიან. საუკეთესო მოთამაშეს ქუთაისის მერიისგან სპეციალური პრიზი გადაეცემა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი