დავით ერემეიშვილი და ირაკლი შენგელია „ზამთრის ლიდერთა სკოლას“ ბაკურიანში ესტუმრნენ
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია „ზამთრის ლიდერთა სკოლას“ ბაკურიანში ესტუმრნენ.
მერიის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკში პირველი ნაკადმა მუშაობა დაასრულა. 6 დღის განმავლობაში „ლიდერთა სკოლის" მონაწილეები ეუფლებოდნენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათში ლიდერულ თვისებებს განავითარებს, მსჯელობდნენ სხვადასხვა პროექტების შემუშავებაზე, რომლებიც მიმართული იქნება მუნიციპალიტეტში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა სერტიფიკატები გადასცეს ბანაკის მონაწილეებს.
დღესვე მუშაობა დაიწყო „ზამთრის ლიდერთა სკოლის“ მეორე ნაკადმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი