რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმერეთში ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება 103 სოფელი
იმერეთში ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება 103 სოფელი. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ხარაგაულის მაღალმთიან ზონაში, სადაც თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა.
მათივე ცნობით, 12-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები - წუხელ მთელი ღამის განმავლობაში 75 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, დილიდან კი პროცესში 158 ერთეული ტექნიკა ჩაერთო.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, წუხელ გვიან ღამით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩაერთო თავდაცვის ძალების ტექნიკაც.
სასწავლო პროცესი ისევ შეჩერებულია მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლასა და ბაღებში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი