ქუთაისში, გაზეთ "ბათუმელების" რედაქტორის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
დღეს, ქუთაისში, გაზეთ "ბათუმელების" რედაქტორის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში აქტივისტებმა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე გაზეთ "ბათუმელების" სპეც ნომერი დაარიგეს რომელუც რეჟიმის უკანონო პატიმრებს მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელი 2024 წლის 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს თვითნებურად, თუმცა, შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ საკითხზე სასამართლოს ამ დრომდე არ უმსჯელია და არ დაუდგენია, ეს ქმედება წარმოადგენს თუ არა სამართალდარღვევას. გათავისუფლებიდან მალევე, მისი დაკავება ხელმეორედ მოხდა, ამჯერად სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"