ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და „Huawei“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და „Huawei“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში KIU გახდება პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, სადაც გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის – „Huawei ICT‘‘ აკადემია გაიხსნება და უნივერსიტეტი ეტაპობრივად ჩამოყალიბდება რეგიონში ტექნოლოგიურ ჰაბად.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და კომპანია „Huawei‘‘-ს თბილისის ოფისის წარმომადგენელმა ლუ პენგჰონგმა.
მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ სტაჟირება „Huawei‘‘-ს გლობალურ კომპანიაში, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე