ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით, ქალაქში B ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი დაიწყო
მიმდინარე წელს საქართველოში ამოქმედდება „ბ ჰეპატიტით დაავადებულთა სამკურნალო“ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს უკვე რეგისტრირებულ დაავადებულ მოქალაქეებს.
ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით, ქალაქში დაიწყო უფასო სკრინინგი B ჰეპატიტზე. ცენტრის მიერ შექმნილია ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებაში ჩაატარებს გამოკვლევას ( ტესტირებას) ბ ჰეპატიტზე. დღეს სკრინინგი ქუთაისის მერიის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. იმ შემთხვევაში, თუკი ტესტირების შედეგად მოქალაქეს დაუდასტურდება ბ ჰეპატიტი, გაეწევა რეკომენდაცია აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად.
სახელმწიფო პროგრამის სერვისის მიწოდებას ქუთაისში ახორციელებს „მედიქალსიტი“ და „იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი“.
პროექტი საპილოტეა - საქართველოში პირველად, ბ ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ქუთაისის მუნიციპალიტეტში დაიწყო.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი