დავით ერემეიშვილი და გია ბასილაძე მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდნენ
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდნენ.
ხორავას ქუჩის #4-ში, სამსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო, დაზიანდა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი ფართი. მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, იმ ოჯახებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დროებით სხვაგან საცხოვრებლად გადასვლას, შესთავაზებენ ალტერნატიულ ფართებს და ქირის საფასურს ქუთაისის მერია დაფარავს. პარალელურად, განხორციელდება კორპუსის სახურავის აღდგენა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი