ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები დასრულდა
ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები დასრულდა. სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი #20 ბაგა-ბაღს ესტუმრნენ.
მე-20 ბაღში, ძლიერი წვიმების გამო, დაზიანებული იყო შენობის მეორე სართულზე არსებული ოთახები, რაც ხელს უშლიდა ბაგა-ბაღის სრულად ფუნქციონირებას. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილის ძალისხმევით, განახლდა შენობის პირველი ფლიგელი. ჩატარდა როგორც ტექნიკური, ასევე კოსმეტიკური სამუშაოები , სკოლამდელი აღზრდის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
აღმზრდელობითი პროცესი ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში შემავალ ყველა დაწესებულებაში განახლდა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"