ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქუთაისის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 117,097.80 მილიონი ლარით დაამტკიცა.
რიგით 38-ე სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტს მხარი, დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ცვლილება შევიდა 2024 წლის ბიუჯეტში, რის შედეგადაც შემცირდა გარკვეული ტიპის ხარჯები, ხოლო 345.0 ათასი ლარით გაიზარდა დასუფთავება და გარემოს დაცვა, 600.0 ათასი ლარით გაიზარდა განათლება - კულტურა, 11.0 ათასი ლარით გაიზარდა ახალგაზრდობა და სპორტის მიმართულება.
ცვლილება შევიდა საკრებულოს აპარატისა და მერიის საშტატო ნუსხაში. ცვლილების შედეგად 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურება.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"