ქუთაისის მერიამ ქალაქში საინფორმაციო აბრები და დაფები განათავსა
ქუთაისის მერიამ ქალაქში საინფორმაციო დაფებისა და აბრების განთავსებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც ქალაქში 16 საინფორამციო დაფა და 4 აბრა განთავსდა
. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ინდმეწარმემ, გიორგი დარსაველიძემ შეასრულა. დაფებისა და აბრების განთავსებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 10 000 ლარზე მეტი გამოიყო. საინფორმაციო დაფები ქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსდა, მათ შორის წითელ ხიდსა და თეთრ ხიდთან, ოქროს ჩარდახთან, ცენტრალური ბულვარის შესასვლელთან, 9 აპრილის მემორიალთან, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმთან, ასევე ვაჟა ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, დები იშხნელების, ექვთიმე თაყაიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, მერაბ კოსტავას და იპოლიტე ხვიჩიას ძეგლებთან. დაფებზე ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზეა დატანილი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე