ქუთაისში, სარაგბო ბაზა „აია არენაზე“, სპორტული მედიცინის ცენტრი "სპორტმედი" გაიხსნა
ქუთაისში, სარაგბო ბაზა „აია არენაზე“, სპორტული მედიცინის ცენტრი "სპორტმედი" გაიხსნა.
სპორტული მედიცინის ცენტრი მომხმარებელს შესთავაზებს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: ფიზიოთერაპია, სამკურნალო და სპორტული მასაჟი, კინეზიოთერაპია, პოსტტრავმული და პოსტოპერაციული რეაბილიტაცია, სპორტსმენთა სამედიცინო შემოწმება (check up), ბავშვთა სამედიცინო შემოწმება, მათ შორის , პერიოდულად ჩატარდება ბავშვთა უფასო სამედიცინო შემოწმებები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.
ჯანდაცვის ახალი ცენტრის გახსნაზე იმყოფებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სპორტული მედიცინის ცენტრის მთავარი პრიორიტეტი ბავშვთა სპორტის ხელშეწყობა და ბავშვებსა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იქნება.
სიახლეები
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი
- სანტექ.სერვისის ახალი ფილიალი ზუგდიდში
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი