დავით ერემეიშვილი და ზაზა ლომინაძე წარმატებულ ახალგაზრდა სამბისტებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე წარმატებულ ახალგაზრდა სამბისტებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ.
ქუთაისელმა სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში 10-14 ოქტომბერს, კვიპროსში გაიმართა. საქართველოს ნაკრების ქუთაისელი სპორტსმენი, რომეო ნიქაბაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო მესამე ადგილი ანა გაგოშიძემ და ლუკა ნიქაბაძემ დაიკავეს.
წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი