ქუთაისში სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ქუთაისში, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს „გმირთა მემორიალი“ .
სასულიერო პირებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
სკვერში ფოტო კინო მატიანეს მუზეუმმა მოაწყო სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტომასალა.
„31 წლის წინ სოხუმი დაეცა. 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. აფხაზეთის ომმა უამრავი ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირა, ასეულ ათასობით ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.
ეს არ არის მხოლოდ ქართველების ტკივილი, ეს აფხაზების დარდიცაა და ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს, მხოლოდ მშვიდობით და ურთიერთგაგებით! დიდება სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს!“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივგების მიზნით, ქუთაისში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს