ქუთაისი XVII საერთაშორისო სიმპოზიუმს „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ მასპინძლობს
ქუთაისი XVII საერთაშორისო სიმპოზიუმს „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ მასპინძლობს. სიმპოზიუმის თემაა „პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“.
სიმპოზიუმი წელს პირველად ტარდება საქართველოში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს ქუთაისი გახდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი ლიტერატურის მიმართულებით, საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის საერთაშორისო სიმპოზიუმის სწორედ ქუთაისში ჩატარების შესახებ.
ღონისძიების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, სამეცნიერო და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან: თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: თანაორგანიზატორები : ქუთაისის მერია, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
სიმპოზიუმის პარტნიორი ორგანიზაციაა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო).
საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მეცნიერები როგორ საქართველოდან, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს როგორც თემატურ სექციებს, ასევე დისკუსიებს მრგვალი მაგიდის ფორმატში.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"