დავით ერემეიშვილმა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მერის ახალი მოადგილე წარუდგინა
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მერის ახალი მოადგილე წარუდგინა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში მერის მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა.
მამუკა ხიმშიაშვილი ქუთაისში დაიბადა 1974 წელს. დამთავრებული აქვს ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით და საერო უნივერსიტეტი „გელათი“, იურისტის სპეციალობით.
მერის ახალ მოადგილეს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის, სხვადასხვა წლებში, მუშაობდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში. იყო ამბროლაურისა და ცაგერის მერის პირველი მოადგილე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ქუთაისის მერიაში მამუკა ხიმშიაშვილი ჯანდაცვის, სოციალურ და ტურიზმის სფეროს გაუწევს კურატორობას.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს