იმერეთში, ძლიერმა ქარმა 113 კერძო სახლსა და 22 კორპუსს სახურავი გადახადა
ძლიერი ქარის შედეგად იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტში მიყენებული ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს.
ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია შესაბამისი კომისიები და აღწერენ რა ხარისხის დაზიანებები მიადგა თითოეულ ობიექტს. ინფორმაციის დეტალურად გაცნობის მიზნით საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონში, თერჯოლასა და წყატუბოში ადგილზე ჩავიდნენ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბესიკ გოფოძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი თოფურია. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობის წევრებთან ერთად დაზარალებულ ოჯახებში მივიდნენ და მათ უმოკლეს ვადაში პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ. მუნიციპალიტეტები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს შესაბამის კომპანიებთან, რომლებიც ძალიან მალე გადანაწილდებიან ობიექტებზე და შეუდგებიან დაზიანებული სახურავების შეკეთების სამუშაოებს. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით ძლიერემა ქარმა რეგიონის მასშტაბით 113 კერძო სახლსა და 22 კორპუსს ნაწილობრივ გადახადა სახურავი, დაზიანებულია 20–მდე სხვადასხვა დაწესებულების სახურავიც. ასევე,მოთხრილია ხეები.

სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე