ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების დელეგატები იმერეთის კურორტების სამკურნალო თვისებებს ეცნობიან
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დელეგატებს ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრი "№6 წყარო" - ე.წ. „სტალინის აბაზანა“ და ველნეს სპა ,,Be Healthy დაათვალიერებიეს.
დელეგატები ადგილზე გაეცნენ მინერალური წყლებით სამკურნალო პროცედურებს.
კურორტის თერმულ-რადონულ მინერალურ წყლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს, ის სამოცამდე დაავადებას კურნავს.
როგორც სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, მკურნალობა კომპლექსურად მიმდინარეობს, პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, ენიშნებათ მინერალური წყლის აბაზანები, სამკურნალო ფიზკულტურა, კლასიკური სამკურნალო და წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი, ფიზიო-თერაპია, ელექტროთერაპია და სხვა პროცედურები. წყალტუბოს წყალი სასარგებლოა რევმატიზმით, პოლიომიელიტითა და ცერებრული დამბლებით დაავადებული ბავშვებისთვისაც.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დელეგატებმა სხვადასხვა სანატორიუმი დაათვალიერეს და ზოგადად, წყალტუბოს საინვესტიციო გარემოსა და ბალნეოლოგიური კურორტის შესაძლებლობებზე დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ.
როგორც ქართულმა მხარემ აღნიშნა ქვეყანაში, ბიზნეს-საინვესტიციო გარემო ჯანსაღია და რეგიონი მზად არის მოისმინოს ახალი ბიზნეს იდეები, ასევე მხარი დაუჭიროს რეგიონის განვითარებას.
კურორტ წყალტუბოს დათვალიერების შემდეგ ქვეყნების წარმომადგენლები კურორტ საირმეს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ მიწის სიღრმეში გეოლოგების აღმოჩენილი ცხელი თერმული წყაროების უნიკალურობასა და სამკურნალო შესაძლებლობებს.
საერთაშორისო ასამბლეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,კურორტების განვითარების სააგენტოს” ეგიდით იმართება.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე