ქუთაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ აქცია გაიმართა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის საწინააღმდეგოდ ქუთაისში აქცია მიმდინარეობს.
მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამჯერად მერიის წინ შეიკრიბნენ და ამგვარად უერთდებიან თბილისში მიმდინარე აქციას.
მათი თქმით, ეს არის რუსული კანონი და შეურაცხმყოფელია მისი მიღება.
აქციის მონაწილეები, ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოიხმონ კანონპროექტი, რადგან „საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას“.
"ამ კანონის მიღება ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას დიდ პრობლემას შეუქმნის. პირველი ის არის, რომ მათ რეპუტაციულ ზიანს მოუტანს. მეორეა ის, რომ ეს კანონი რეალურად სადამსჯელო მექანიზმების გამოყენების საშუალებას იძლევა, რომელიც ჩვენისთანა ტოტალიტარული წარსულის მქონე ქვეყნისთვის ნამდვილად არ არის კარგი.
ძალიან გაგვიჭირდება დავაზღვიოთ ის, რომ მსგავსი მექანიზმი არ იქნება გამოყენებული კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ. მესამეა ის, რომ რეალურად ამ კანონით ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროკავშირში წინსვლას ვერ შევძლებთ, რაც ჩვენი ყველაზე მთავარი, რეალური მისწრაფებაა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ევროპული მომავალი რეალური საფრთხის წინაშე დგას,"- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა მათე ჩაფიჩაძემ.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი