თელავში ახალგაზრდა გოგომ დედა დაჭრა
თელავში შვილმა დედა დაჭრა.
ახალგაზრდა გოგომ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დედას დაზიანებები მხარის არეში, ცივი იარაღით მიაყენა.
შუახნის ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, დაშავებულს ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
ბრალდებული გოგო პოლიციამ წუხელვე დააკავა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"