"ჩვენს ქალაქში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ვუმასპინძლეთ" - იოსებ ხახალეიშვილი
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობაში შეხვედრა გაიმართა.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქალაქში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს შეხვდნენ. პატარებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
"ჩვენს ქალაქში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს ვუმასპინძლეთ. ადგილობრივი ხელისუფლება თანაბრად ზრუნავს ყველა მოქალაქეზე და აკეთებს მაქსიმუმს, რათა თითოეულმა ბავშვმა თავი იგრძნოს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ვქმნით შესაბამის გარემოს მათი მრვალმხრივი განვითარებისთვის.“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"