"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობა 2024 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ხორციელდება" - ქუთაისის მერია
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობას 2024 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ახორციელებს. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დოკუმენტი გასულ წელს შემუშავდა და მიზნად შშმ პირთა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და მისაწვდომობას, ასევე, მათი სოციალური ინკლუზიის გარანტიების გაძლიერებას ისახავს.
„აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულება აქტიურად მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებას. მათ შორისაა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და რეკრეაციული სივრცეების უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების აქტიური ჩართულობა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
მნიშვნელოვანი სიახლეა ქალაქის საკრებულოს სხდომების ჩატარება სურდო თარგმანის (ჟესტური ენის) თანხლებით. ეს გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული. ჩატარდა პირველი სხდომა, სადაც სურდო თარგმანი გამოიყენეს, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ქალაქის საკანონმდებლო ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჭიროების მქონე მოქალაქისთვის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს