ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა
ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან სანიკიძემ , ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას.
„8 თებერვალი საქართველოს ყველაზე დიდებული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.
„დავითობა“ განსაკუთრებულად ქუთაისში აღინიშნება, რადგან დავით IV აღმაშენებელმა სწორედ ჩვენი ქალაქიდან დაიწყო თავისი დიადი საქმეები - უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი რეფორმები და შთამბეჭდავი საბრძოლო გამარჯვებები. გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქიდან გილოცავთ „დავითობას“! დაე, საქართველო ყოველთვის იყოს ისეთი ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი, როგორიც იყო დავით აღმაშენებლის დროს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"